ზოგადი დებულებები
შესავალი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ–გვერდზე – snackit.ge. ეს ზოგადი დებულებანი განსაზღვრავს ვებ–გვერდის ხელმისაწვდომობის და სარგებლობის წესებს. ვებ–გვერდით სარგებლობის თითოეული ფორმა, მათ შორის, პროდუქციის შეძენა, წინაპირობის სახით მოითხოვს თქვენგან, გაცნობილ იყოთ ამ წესებს და თანხმობას აცხადებდეთ მათზე. ვებ–გვერდის მართვას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს ინდივიდუალური მეწარმე “ტეტიანა ბოგაჩენკო”, რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიული მისამართი – საქართველო, თბილისი, ბ.ჟღენტის ქ. 52, კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და საგადასახადო კოდი 306291820.
სხვა სახის სამართლებრივი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ–გვერდზე არსებულ შემდეგ სექციებს: კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც ამ ზოგადი დებულებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-ს მიერ ეს დებულებები ან მათი ნაწილი, შესაძლოა, გარკვეულ შესწორებებს დაექვემდებაროს ან განახლდეს. თითოეული ცვლილება და შესწორება განთავსდება ვებ–გვერდზე და საჯაროდ გამოქვეყნების მომენტიდან სავალდებულო ძალას შეიძენს. ამის შემდეგ ვებ–გვერდით სარგებლობის თითოეული ფორმა, მათ შორის, პროდუქციის შეძენაც, თქვენგან ძალაში შესული ცვლილებების გაცნობას და მათზე თანხმობის გამოხატვას მოითხოვს. გთხოვთ, არ ისარგებლოთ ვებ–გვერდით, თუ სრულად არ ეთანხმებით ზოგად დებულებებს.
ვებ–გვერდის ხელმისაწვდომობის თითოეული ფორმა, მათ შორის, ვებ–გვერდის ეკრანზე გამოსახვა, კომპანიასთან კონტაქტი, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაცნობა და შესყიდვების განხორციელება მომხმარებლის მიერ ექსკლუზიურად პირადი მოხმარების მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და არ უნდა იყოს დაკავშირებული მის სავაჭრო, ბიზნეს ან პროფესიულ საქმიანობასთან. შეგახსენებთ, რომ თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ვებ–გვერდით სარგებლობის ნებისმიერი არაკანონიერი ფორმისთვის. ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”, განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისთვის მისი პასუხისმგებლობის ეჭქვეშ დაყენების გარეშე, არ აგებს პასუხს მისი მომხმარებლების მიერ განხორციელებულ კანონთან შეუსაბამო ქმედებებზე.
მათ შორის, თქვენ პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, თუ თქვენ მიერ გამოყენებული საკონტაქტო ინფორმაცია და მონაცემები არასწორი ან ყალბია, ან მესამე პირებს ეხება მათი თანხმობის გარეშე (იმ შემთხვევაში, თუ ასეთ მესამე პირებს არ გამოუხატავთ თანხმობა), ასევე, ასეთი ინფორმაციის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.
კონფიდენცილურობის პოლიტიკა
ჩვენ გირჩევთ, გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა მომხმარებლებს აქვთ ვებ–გვერდთან წვდომა, სარგებლობენ შესაბამისი სერვისებით, მაგრამ არ ყიდულობენ პროდუქციას. კონფიდენცილურობის პირობები გაცნობა დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, თუ როგორ და რა მიზნებისთვის აგროვებს და იყენებს ვებ–გვერდი თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
ინტელექტუალურ საკუთრება
ვებ–გვერდზე წარმოდგენილი თითოეული სექცია, როგორიცაა საქმიანობები, გამოსახულებები, ფოტოები, დიალოგები, ხმა, მუსიკა, ვიდეოები, დოკუმენტები, ნახატები, ფიგურები, ლოგოები, მენიუ, გვერდები, გრაფიკა, ფერები, გეგმები, ინსტრუმენტები, შრიფტი, ნახაზი, სქემები, წესები, პროცედურები, ფუნქციები და პროგრამული უზრუნველყოფა (მთლიანობაში „შინაარსი“), ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-ს საკუთრებაა და შიდასაკანონმდებლო და საერთაშორისო დონეზეა დაცული საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სამართლით. ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-ს მიერ, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, წინასწარ გამოხატული წერილობითი თანხმობის გარეშე თქვენ არ გაქვთ ზემოთმოცემული ინტელექტუალური საკუთრების გამოქვეყნების, გავრცელების, ასლის გადაღების, გარდაქმნის ან მისი სხვა სახით გამოყენების უფლება.
მხოლოდ ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-ს აქვს ექსკლუზიური უფლება, თავისი დისკრეციისამებრ, დაუშვას ან აკრძალოს ვებ–გვერდის მთავარი და სხვა გვერდების და მათი შინაარსის სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, გავრცელება, ასლის გადაღება, გარდაქმნა ან მათზე სხვა სახის ექსპლუატაციის გაწევა. ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს განაცხადოს პრეტენზია ვებ–გვერდის შინაარსის ავტორობაზე და იდავოს ამ შინაარსის ნებისმიერი გამოყენების, დამახინჯების ან სხვა სახის სახეცვლილების გამო.
ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-ს ვებ–გვერდის ავტორიზებული შინაარსის ნებისმიერი გამოქვეყნება, ასლის გადაღება, გარდაქმნა ან მასზე სხვა სახის ექსპლოატაციის გაწევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და კანონის შესაბამისად.
კავშირი სხვა ვებ-გვერდებთან
ჩვენს ვებ–გვერდზე შესაძლოა განთავსებული იყოს სხვა ვებ–გვერდების ელექტრონული მისამართები, რომლებიც არაა კავშირში snackit.ge–თან ან ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-სთან. ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” არ აკონტროლებს მსგავს ვებ–გვერდებს ან მათი გვერდების შინაარსს. ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” არ აგებს პასუხს ასეთი ვებ–გვერდების შინაარსზე და მათ მიერ დადგენილ წესებზე, რომლებიც მიემართება თქვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვას და არ ზღუდავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვებ–გვერდის სტუმრობისას. გთხოვთ, ყურადღება გამოიჩინოთ, როცა ამ ვებ–გვერდებს snackit.ge–ზე განთავსებული ელექტრონული მისამართების მეშვეობით სტუმრობთ და ყურადღებით წაიკითხოთ მათი წესები ვებ–გვერდით სარგებლობის და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. ეს ზოგადი დებულებები არ გამოიყენება სხვა ვებ–გვერდებზე. ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-ს ვებ–გვერდზე სხვა ვებ–გვერდების ელექტრონული მისამართები მხოლოდ იმ მიზნითაა განთავსებული, რომ ეს დაეხმაროს მომხმარებელს ინტერნეტ–ქსელში ძებნის განხორციელებაში. ამ მისამართების განთავსება არ გულისხმობს, რომ ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” მომხმარებელს მათ სტუმრობას ურჩევს ან მათ სერვისებსა და გასაყიდ პროდუქციაზე გარანტიას აძლევს.
შინაარსზე პასუხისმგებლობის უარყოფა
ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ–გვერდის შინაარსი სხვა ქვეყნების კანონმდებლობასაც შეესაბამება. გთხოვთ, არ ისარგებლოთ ვებ–გვერდით იმ ქვეყნებში, სადაც ვებ–გვერდის შინაარსი არალეგალურად ითვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-ს ვებ–გვერდის ნებისმიერი სერვისით სარგებლობა ექსკლუზიურად თქვენი პირადი პასუხისმგებლობის სფეროში მოექცევა. თუ კანონით სხვა რამ არაა გათვალისწინებული, გარდა დელიქტისა და უხეშ გაუფრთხილებლობაზე პასუხისმგებლობისა, ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ვებ–გვერდის შინაარსის სარწმუნოობასა და სისრულეზე.
ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ–გვერდი იმუშავებს უწყვეტად, ინტერნეტ–კავშირიდან გამომდინარე დარღვევების და შეცდომების გარეშე. ჩვენ მიღებული გვაქვს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები, რათა დავიცვათ ვებ–გვერდის სერვისები, ელექტრონული კომუნიკაციები და მონაცემთა სისრულე, თავიდან ავიცილოთ მონაცემთა არაკანონიერი გამოყენება და შევამციროთ ვებ–გვერდის მომხმარებელთა მხრიდან მონაცემთა და კონფიდენციალური/ არაკონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელების, დაკარგვისა და განადგურების რისკი.
გამოსაყენებელი სამართალი
ეს ზოგადი დებულებანი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
ნასყიდობის წესები და პირობები
შესავალი
ქვემოთ მოცემული ნასყიდობის წესები და პირობები (ქვემოთ მოცემულ დოკუმენტებთან და ზოგადი დებულებების სხვა არსებით პირობებთან ერთად) აწესრიგებს ვებ–გვერდზე – snackit.ge პროდუქციის შეთავაზებას და გაყიდვას. გთხოვთ, ნებისმიერი პროდუქტის შეკვეთამდე ყურადღებით წაიკითხოთ ეს წესები და პირობები. თქვენ უნდა აცნობიერებდეთ, რომ ჩვენი პროდუქციის შეკვეთით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შეიზღუდოთ ამ წესებითა და პირობებით. snackit.ge–ზე განთავსებული პროდუქცია იყიდება ინდივიდუალური მეწარმე “ტეტიანა ბოგაჩენკო”-ს მიერ, რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიული მისამართი – საქართველო, თბილისი, ბ.ჟღენტის ქ. 52, კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და საგადასახადო კოდი 306291820.
დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე: info@snackit.ge. თუ თქვენ გჭირდებათ რაიმე სახის დახმარება ვებ–გვერდიდან პროდუქციის შესაძენად, შეგიძლიათ გადახვიდეთ ანგარიშის სექციაში, სადაც იხილავთ ინფორმაციას შეკვეთების, საქონლის ტრანსპორტირების, ფულის უკან დაბრუნების, ვებ–გვერდზე შენაძენი პროდუქციის დაბრუნების და სარეგისტრაციო ფორმის შესახებ, რჩევებს და სხვა ზოგად ინფორმაციას ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-ს სერვისების შესახებ.
სხვა სამართლებრივი ინფორმაციისთვის snackit.ge–ზე გაეცანით შემდეგ სექციას: კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
- ხელშეკრულების ფარგლები
- snackit.ge–ზე ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” გთავაზობთ გასაყიდ პროდუქციას და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ელექტრონული ვაჭრობის სერვისს. ტერმინი „მომხმარებელი“ გულისხმობს პირს, რომელიც მოქმედებს არასავაჭრო, არაკომერციული და არაპროფესიული მიზნებით. თუ თქვენ არ ხართ მომხმარებელი, გთხოვთ, არ შეიძინოთ პროდუქცია snackit.ge–ზე.
- ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” იტოვებს უფლებას არ განიხილოს შეკვეთები, რომლებიც მომხმარებელისაგან განსხვავებული პირებისგანაა შემოსული, ან რომლებიც არ შეესაბამება მოცემულ ხელშეკრულების ფარგლებს.
- ნასყიდობის ეს წესები და პირობები აწესრიგებს ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-სა და ვებ-გვერდის მომხმარებლებს შორის snackit.ge–ზე განხორციელებულ შეკვეთებთან დაკავშირებულ შეთავაზებას, გადაცემას და შეკვეთის მიღებას.
- ნასყიდობის ეს წესები და პირობები არ აწესრიგებს იმ ვებ-გვერდების სერვისსა და გაყიდვებს, რომელთა ელექტრონული მისამართები, ბანერები ან სარეკლამო ტექსტები snackit.ge–ზეა განთავსებული. ამ ვებ-გვერდების სერვისით სარგებლობის და შეკვეთის განხორციელებამდე გირჩევთ, შეამოწმოთ მათი წესები და პირობები, რამეთუ ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” არცერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება პასუხისმგებლად ამ ვებ-გვერდების მიერ მოწოდებულ სერვისებზე ან ამ ვებ-გვერდებსა და snackit.ge–ს მომხმარებლებს შორის განხორციელებულ ელექტრონული გარიგებებზე.
- ხელშეკრულების შესრულება
- snackit.ge–ზე ერთი ან მეტი შეკვეთის განსახორციელებლად შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით უნდა შეავსოთ შეკვეთის ელექტრონული ფორმა და გაუგზავნოთ ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”.
- შეკვეთის ელექტრონული ფორმა მოიცავს ნასყიდობის ამ წესებსა და პირობებს, ინფორმაციას თითოეული პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების შესახებ, ერთეული პროდუქტის ფასს (ყველა შესაბამისი გადასახადის ჩათვლით), გადახდის ფორმასა და წესს, ტრანსპორტირების პირობებს, პროდუქტის ტრანსპორტირების და გადაცემის ხარჯებს და შეძენილი პროდუქტის უკან დაბრუნების წესებს.
- შეკვეთის ფორმის წარდგენამდე თქვენ მოგეთხოვებათ, კიდევ ერთხელ ყურადღებით წაიკითხოთ ნასყიდობის ეს წესები და პირობები და შეასწოროთ დაშვებული შეცდომები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” თქვენს შეკვეთას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ თქვენი შეკვეთის ფორმა სათანადო წესით წარდგენილად ჩაითვლება, კერძოდ, თუ ის ელექტრონული ფორმით იქნება წარდგენილი, მასში განთავსებული ინფორმაცია კი შემოწმების შედეგად შეფასდება, როგორც მართებული.
- თქვენი შეკვეთა ჩვენს მონაცემთა ბაზაში კანონით დადგენილ, შეკვეთის დასამუშავებლად საჭირო ვადაში დარეგისტრირდება.
- ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” შეუძლია, არ დაამუშავოს თქვენი შეკვეთა, როცა არ იკვეთება გადახდისუნარიანობის საკმარისი გარანტია, როცა თქვენი შეკვეთის ფორმა არასრული ან ხარვეზიანია ან როცა თქვენ მიერ შეკვეთილი პროდუქტი აღარაა ხელმისაწვდომი გასაყიდად. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”, სათანადო დასაბუთების დართვით, ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეგატყობინებთ ხელშეკრულების შეუსრულებლობის და ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-ს მიერ თქვენი შეკვეთის განუხორციელებლობის შესახებ. თუ თქვენი შეკვეთის მიღების მომენტისთვის თქვენ მიერ შეკვეთილი პროდუქტი აღარ იქნება ხელმისაწვდომი, ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” შეკვეთის მიღებიდან ოცდაოთხი (24) საათის ვადაში შეგატყობინებთ ამის შესახებ. თუ შეკვეთის ფორმის გაგზავნასთან ერთად თქვენი მხრიდან პროდუქტის საფასურიც გადახდილი იქნება, ამ პროდუქტის ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის შემთხვევაში ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” უკან დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას.
- შეკვეთის ფორმის წარდგენით და ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-სთან ხელშეკრულების დადებით თქვენ ნათლად და უპირობოდ ეთანხმებით და კისრულობთ ვალდებულებას, შეასრულოთ როგორც ნასყიდობის ეს წესები და პირობები, ასევე snackit.ge–ზე წარმოდგენილი სხვა წესებიც, ამ წესებისა და პირობების სხვა განუყოფელი ნაწილების ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ეთანხმებით ამ სახელმძღვანელო წესებსა და დოკუმენტებს, გთხოვთ, snackit.ge–ზე არ წარადგინოთ პროდუქტის შეკვეთის ფორმა.
- ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-სთან დადებული ხელშეკრულების შესრულების ენაა ქართული.
- გარანტიები და პროდუქტის საფასური
- snackit.ge–ზე შემოთავაზებულია მხოლოდ “Snack it Easy” სასაქონლო ნიშნით მარკირებული პროდუქცია. ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” არ ყიდის მეორად, ნაკლიან ან საბაზრო სტანდარტებთან შეუსაბამო, დაბალი ხარისხის პროდუქციას.
- snackit.ge–ზე პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები წარმოდგენილია თითოეული პროდუქტის შესაბამის გვერდზე. snackit.ge–ზე შემოთავაზებული პროდუქტები ინტერნეტ ბრაუზერის და მონიტორის პირობებში ნაჩვენები ფოტოდან და ფერებიდან გამომდინარე შესაძლოა, სრულად არ შეესაბამებოდეს რეალურს.
- პროდუქტის ფასები ცვლილებას ექვემდებარება, შესაბამისად დროდადრო შესაძლებელია, თითოეულ პროდუქტზე ახალი ფასი იქნეს დაწესებული, თუმცა ეს არ გულისხმობს იმ შემთხვევებსაც, როცა პროდუქტის ფასის ცვლილება აშკარა ხარვეზის გამო ხდება. შეკვეთის ფორმის გამოგზავნამდე, გირჩევთ, შეამოწმოთ პროდუქტის საბოლოო საფასური.
- შეკვეთა ავტომატურად გაუქმდება, როცა ის ხორციელდება არა შეკვეთაში ტრანსპორტირებისთვის მითითებული, არამედ სხვა ქალაქიდან, ან როცა მითითებულ ქალაქში ტრანსპორტირებას ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” ვერ უზრუნველყოფს.
- გადახდა
- პროდუქტის საფასურის და ტრანსპორტირებისა და მიწოდების შესაბამისი ხარჯების გადახდა პროდუქტის შეკვეთის ფორმაში აღნიშნული ერთ-ერთი პროცედურის გამოყენებით უნდა მოხდეს.
- საკრედიტო/სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” გადახდის უსაფრთხოების შემოწმებას უზრუნველყოფს. ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” არ გამოიყენებს თქვენს ფინანსურ ინფორმაციას (საკრედიტო ბარათის ნომერი, მოქმედების დასრულების თარიღი და ა.შ.), გარდა შეკვეთის შესასრულებლად საჭირო მოქმედებების განხორციელებისთვის, საფასურის უკან დაბრუნების შემთხვევაში ან პოლიციისათვის თაღლითობის შეტყობინების შემთხვევაში. პროდუქტის საფასურის და ტრანსპორტირებისა და მიწოდების შესაბამისი ხარჯები, როგორც შეკვეთის ფორმაშია აღნიშნული, შეკვეთის დადასტურებისთანავე თქვენს მიმდინარე საბანკო ანგარიშიდან გადაიხდება.
- პროდუქტის ტრანსპორტირება და მიწოდება
თბილისის და საქართველოს მასშტაბით ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”-ს პროდუქციის ტრანსპორტირებას ახდენს კერძო საკურიერო მომსახურების კომპანია.
- დაზიანებული, ნაკლიანი ან არასწორი პროდუქტის დაბრუნება
- თუ თქვენ შეძენილ პროდუქტს ჩვენი მხრიდან დაშვებული შეცდომის, პროდუქტის ნაკლიანობის ან დაზიანებულობის გამო აბრუნებთ, ჩვენ აგინაზღაურებთ ასეთი პროდუქტის დასაბრუნებლად გაწეულ დანახარჯებს.
- არასწორი, ნაკლიანი ან დაზიანებული პროდუქტის მიღების შესახებ იმავე დღეს უნდა აცნობოთ ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო”. თქვენ მოგეთხოვებათ, დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ის მიღებისას იმყოფებოდა. ამასთან, გეკისრებათ ვალდებულება, პროდუქტს, სანამ ის თქვენს მფლობელობაშია, სათანადოდ მოუაროთ. თუკი ამ ვალდებულებას დაარღვევთ, ჩვენ გვექნება ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
- ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” ნაკლის ან დაზიანების მიზეზით დაბრუნებულ ყველა პროდუქტს შეამოწმებს და საფასურის დაბრუნების შესახებ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გონივრულ ვადაში გაცნობებთ. ამ შეტყობინებიდან 7 დღის განმავლობაში ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” მაქსიმალურად სწრაფად განახორციელებს თქვენთვის საფასურის დაბრუნების პროცედურას. საფასურის ანაზღაურება მოხდება სრულად, თქვენ მიერ გადახდილი პროდუქტის ტრანსპორტირების ხარჯების და პროდუქტის უკან დასაბრუნებლად გაწეული ხარჯების ჩათვლით. თუკი ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” დაადგენს, რომ დაბრუნებულ პროდუქტს არანაირი წუნი არ აქვს, თქვენ გეცნობებათ, რომ პროდუქტი არ მიიღება და შეგიძლიათ, მისი უკან გაგზავნა აირჩიოთ. თუ თქვენ უკან გაგზავნაზე უარს იტყვით, ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” უფლება აქვს დაიტოვოს პროდუქტი და გადახდილი საფასური და ამ გზით თქვენგან აინაზღაუროს გაწეული დანახარჯები.
- თუ პროდუქტის შეკვეთის ფორმაში მითითებული მიმღები და პროდუქტის საფასურის გადამხდელი სხვადასხვა პირები არიან, პროდუქტის უკან დაბრუნების შემთხვევაში გადასახდელი თანხა გაიცემა გადახდის განმახორცილებელ პირზე.
- ჩვეულებრივ, ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” იმავე ფორმით დაგიბრუნებთ თანხას, რა ფორმითაც თქვენ განახორციელეთ გადახდა. ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” არ იქნება პასუხისმგებელი ამ პროცედურის ისეთ დაყოვნებაზე, რაც მის კონტროლის ფარგლებს გარეთაა, მათ შორის, გადახდის მეთოდით და საკრედიტო/სადებეტო კომპანიების ანაზღაურების პოლიტიკით გამოწვეულ შეფერხებებზე.
- პერსონალური მონაცემების დაცვა
კონფიდენციალურობის პოლიტიკის სექციაში თქვენ გაეცნობით ინფორმაციას, თუ როგორ ამუშავებს ი.მ. “ტეტიანა ბოგაჩენკო” თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
- გამოსაყენებელი სამართალი
ეს წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
ცვლილებების და დამატებების შეტანა
ნასყიდობის ეს წესები და პირობები შესაძლოა, დროდადრო, ახალი სამართლებრივი რეგულაციების ან სხვა აუცილებელი მიზეზებიდან გამომდინარე, განახლდეს. ახალი წესები და პირობები snackit.ge–ზე საჯაროდ გამოქვეყნების მომენტიდან შევა ძალაში.