მოგესალმებით Snack it Easy -ის ვებ გვერდზე, ონლაინ მაღაზიაში ჯანსაღი, გემრიელი და ორიგნიალური ხემსისა საქართველოდან. პროდუქცია, რომელსაც ამ გვერდზე იხილავთ არის წარმოებული ინდივიდუალური მეწარმის - ჩემს მიერ, ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი თავი.
ჩემი სახელია ტანია, მე ვარ უკრაინიდან, კერძოდ კი ოდესიდან, ამჟამად ვცხოვრობ საქართველოში, თბილისში. გახლავართ პროფესიონალი მიქსოლოგისტი, ბარის კონსულტანტი, 10-ზე მეტ წლიანი გამოცდილებით ამ სფეროში. კოვიდის დროს სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრია საკმაოდ დაზარალდა და მე გადავწყვიტე ჩემი დრო და ენერგია დამეთმო ჯანსაღი, გემრიელი და ორიგინალური სნექების შექმნის იდეისთვის. გავიღრმავე ცოდნა ორგანულ ქიმიაში და ჩემი სრული დრო დავუთმე მცდელობას სხვა-და-სხვა სახეობის ხემსის დამზადებისა. სწორედ ჩემს მიერ შექმნილი ხემსის საუკეთესო ვარიანტებს გთავაზობთ ამ ვებ გვერდზე, რომელიც არის 100% ორგანული, გლუტენის და შაქრის გარეშე.
უგემრიელესი და უჯანსაღესი სნექები, განსაკუთრებით სასიამოვნოა რომ არჩევანი არის ყველა ასაკის ადამიანისთვის, ჩემმა 7 თვის შვილმა ძალიან ისიამოვნა და გაერთო, რაც მთავარია ვიცი რომ ნატურალურია, თან ტარება ძალიან მარტივია, რაც ასევე დიდი უპირატესობაა.
ნინიWe have been buying snacks and fruit leather for a while now, we eat everything in a week with my husband, and have gradually increased our order volume without noticing it ourselves! It's a great alternative to chips and other unhealthy snacks. Feels pure composition, our favorites are watermelon and pineapple chips, and the all-fruit leather with banana in the heart, highly recommended 🫶
ანასტასიაჩემი საყვარელი სასუსნავია! განსაკუთრებით ბანანის და შოკოლადის “ტყლაპი” მიყვარს ძალიან გემრიელი კომბინაციია. მარწყვის ჩიფსი ზოგიერთ ცოცხალ მარწყვე უფრო არომატულიც კია. საზამთროს ჩიფსიც ერთ ერთი ფავორიტია, საზამთროს გემო როცა მომენატრება მაგრამ ხილის ჭამის დრო და ადგილი არ არის საზამთროს ჩიფსით ვანაცვლებ))
ნაინო